Monday, August 3, 2009

ლამაზსოფლისკენ...

ხვალ არდადეგები მეწყება,
მთელი წლის ნალოდინევი მზით და ადამიანებით გადავსებული
ხვალიდან გარემო მეცვლება – სითბოთი და ბევრი მწვანე ფერით სავსე.
სუფთა ჰაერით და ცისარტყელიანი ცით,
ნაკადულებითა და ყანის სურნელით.
ნაწვიმარზე მიწის სუნითა და ბალახებით გადაჟღენთილი
მეზობლების მოკითხულამბებიანი წუთებითა და
საღამოების - ეზოს პირზე ჩამოჯდომიანი ამბებით გასრულებული…
აქ ღობის ძირას ბავშვობაც მელოდება,
დიდი და მოინტერესე თვალებით მომლოდინე,
......
ხვალიდან ახალ დღეებს ვიწყებ – ყოველდღიურობის რევანშად...
ლამაზსოფლისკენ...