Wednesday, November 11, 2009

ხელგათბობის ფინჯანი ჩაი...

ისეთი შეგრძნებით მცივა, თითქოს სხეულმა დაკარგა ტემპერატურა, თუ რამ გააჩნდა.
სისხლის მიმოქცევის მთელ გზაჯვარედინებს ვგრძნობ, ოღონდაც თავის მაგისტრალზე კიდურების გამოტოვებით მოძრაობის, თითებამდე რომ წვეთ-წვეთად ჟონავს მიკროსკოპული წვეთის მეათასედი ნაწილით, მოვალეობის მოხდის მიზნით.
ხელის მტევნები გარდამავალ ფერად იცვლებიან - ვარდისფერიდან ჯერ ყვითელ ფერზე რჩება, მერე – ლურჯდება. 
რას გავიღებდი ერთი დიიდფინჯნიანი ჩაის სანაცვლოდ? – 
ფიქრის გარეშე ვიტყვი: 
უსაშველო სიკეთეს გამოვუშვებდი, თუკი ჩაკეტილი მაქვს სადმე, 
კიდევ გულითად ღიმილს, 
სამ მზიან დღეს დავთმობდი და ორი ღამის სიზმარს...
მეტი კიდევ რაღა ვთქვა, მხოლოდ ერთ ცხელ ფინჯანზე ხელების გათბობის ამდენი საზღაურის გასხვისების შემდეგ.

მმმმცივაააა.....
ალბათ, რამდენიმე საათის მერე გავიღიმებ ამ წინადადებებზე, ხელგათბობისას, რადგან ახლა სწორედ ამ განწყობით ვიმორჩილებ აკანკალებულ კიდურებს, რამაც რამდენიმე საათის მერე ორთქლიან ფინჯანთან შეიძლება დამაკავშიროს. 

97-ე ვარ რიგში და მხოლოდ დღეს ...
ხვალინდელგადაუდებლად და აქედან ფეხმოუცვლელად,
არადა, რიგის 97-ე ადგილი მე საერთოდ არ მეხება, სხვის თხოვნა-სურვილს და სიცივის მძევლობას განვაგრძობ..

და, უკაცრავად, ვერ დამპატიჟებთ ფინჯან ჩაიზე, რიგის გამოუტოვებლად?  :))