Thursday, April 21, 2011

"გამარჯობა ჩემო წერილებიანო მეგობარო"


დღეს შევნიშნე, რომ მზე გაფერმკრთალებულიყო,

უფერულღრუბლიანობდა დღეც, სიცივე/სახედახოკვით,

ხეების დაბერება – შიშველტოტებიანობას დავაბრალე,

ფოთოლფენა – შეციებულ ქუჩებს,

დილით რომ მეეზოვენი უხმოდ და ფერადი ჟილეტებით გვიან, ფუნჯა ცოცხებით,

თითქონ ერთმანეთს ეჯიბრებინო – სიჩუმის შენარჩუნებასა

და პრობლემების შეგროვებაში.

კიდევ ისიც ვაღიარე, რომ ადამიანები არასდროს იცვლებიან,

არც მაშინ – საგანგებოდ რომ მალავენ ხასიათ/განწყობებს და

არც მაშინაც – როცა მრისხანებებით თავდასხმაზე გადადიან,

მეგობრობა ან ნამდვილია ან ნაყალბევი – და ორივე ურთიერთობას ერთი სახელი აქვს,

ადამიანს ან უნდა ენდო – ან გამოსცადო ნდობამდე, თუკი გზის რაღაც ნაწილია გავლილი,

ლექსები ან უნდა წაიკითხო – ან დაისიზმრო, რომ დაიტოვო,

წერილები კი – ან უნდა გააზიარო – ან აღარ დაწერო,

ხშირად უინდექსოდ ვაგზავნიდი დაუწებავკონვერტიან წერილებს,

ან კითხულობდა ბევრნი, ანდაც – წაუკითხავად ხევდნენ უინტერესო ბარათებს,

საფოსტო ინდექსი – ახლაც არ ვიცი,

უბრალოდ, ყუთში ვაგდებ,

თუკი თვალი მოკრა, – ჩემი ნაწერი იქნება,

თანაც არაძველი და არც ამბებიანი,

აი ასეთი, ახლაჩემმსგავსი და ცოტათი – მოსაწყენ/აბურდულიც,

დღესაც ბევრი დღე იყო,

სულ სამსახურიანი ასოებით, ბგერებით, ხმაურით პირთამდე ავსებული,

გადმოღვრამდე, წვეთ–წვეთად ნაგროვები დავალებიბიანი,

თავატკიებამდე – გაწელილი გრძელი კვირის დასასრულივით და

ხვალინდელი უქმე დილისძილის – ყველაზე საამო ხასიათით,

თანაც – უმაღვიძაროდ.

და თუ ბანალურად მეც გამაკვირვებს დღე–ღამის სხვადასხვაგვარად დადგომა,

რომ რატომაა ღამის 12–დან ახალი დღის დაწყება და არა გათენებიდან –

ალბათ ამასაც ძლიარ ბანალური პასუხი მოეძებნება, თანაც მრავალ პუნქტიანი და

თანაც – „ფიზიკის და ასტრო სივრცეების“ გამოყენებით.

მერე რა, რომ ახლა აქ ღიმილის სმაილის ნაცვლად სახეღიმილიანობაა და

წერილის თავიდან/გადაკითხულობაც.

მარტივობაა ფრიად – ქვე /შენი ჭირიმესა და/ ტექსტების გარეშე,

არც გავრცობილად და არც მთლად დიდი სიმარტივეებით,

შემდეგ წერილებამდე...

10.12. 2010